მაისი 31, 2022
მეურნეობებში ქართული სეზონური ბოსტნეულის მოსავლის აღება იწყება
„ფრუტ ლოჯისტიკა“ ყვარელში ბალღოჯიანის მეურნეობას ეწვია და ბოსტნეულის მოსავალი დაათვალიერა. მეურნეობაში, სადაც ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურები მოჰყავთ, სეზონური მოსავლის ასაღებად ემზადებიან.
თავდაპირველად, ბაღებში ქართული ყაბაყი და კიტრი, მოგვიანებით, კი პომიდორი, ბადრიჯანი და წიწაკა დაიკრიფება.
ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქციის რეალიზაციაში ბალღოჯიანის მეურნეობას ჩვენი კომპანია დაეხმარება. ახალდაკრეფილი ბოსტნულის ბაზრისთვის მიწოდებას „ფრუტ ლოჯისტიკა“ უზრუნველყოფს.