“ფრუტ ლოჯისტიკა” ყვარელში ადგილობრივი ფერმერების მეურნეობებს ეწვია
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ყველა ჩვენთაგანის ჯანსაღი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. იმისთვის, რომ ასეთი პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, „ფრუტ ლოჯისტიკა“ აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ფერმერებთან, რომლებსაც მოსავლის რეალიზაციაში ეხმარება, ბაზარს კი ნატურალური აგროპროდუქციით ამარაგებს. სწორედ ამ მიზნით ყვარელში ბალღოჯიანისა და ჭიკაანის მეურნეობებს ვეწვიეთ.
თავდაპირველად, ბალღოჯიანში ფერმერ ავთანდილ მარაქველიძის მეურნეობა დავათვალიერეთ, რომელიც 22 ჰექტარზე გაშენებულ ვენახის, ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის ბაღებს მოიცავს.
მაისიდან ბალღოჯიანის მეურნეობაში ქართული კიტრი, ყაბაყი და ბადრიჯანი დაიკრიფება, ზაფხულში კი სხვადასხვა ჯიშის პომიდვრის, წიწაკის, საზამთროსა და ნესვის მოსავალს ელოდებიან.
მაისის ბოლოს ალუჩის, ატმისა და ვაშლატამას კრეფა დაიწყება ჭიკაანის მეურნეობაში.
ფერმერებს ბესიკ და გურამ ზანდარაშვილებს ხილის ბაღებიდან 350 ტონამდე მოსავლის მოლოდინი აქვთ. მათი მეურნეობა 23 ჰექტარს შეადგენს, სადაც იაპონური ხურმის ბაღიც არის გაშენებული.
ყვარლის სოფლების მეურნეობებში დაკრეფილი ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის ბაზრისთვის მიწოდებას „ფრუტ ლოჯისტიკა“ უზრუნველყოფს. სარეალიზაციოდ შეფუთული პროდუქციის ასორტიმენტს სავაჭრო ქსელებში „ვეჯის“ ბრენდი წარმოადგენს.