„ფრუტ ლოჯისტიკის“ სამეურნეო საწყობი 2500 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც, ძირითადად სივრცესთან ერთად, ოთხი მაცივარი ოთახია განთავსებული.
ობიექტიდან, პროდუქციის მიღების, დახარისხებისა და დაფასოების შემდეგ, ხილ-ბოსტნეულის სავაჭრო ქსელებში ტრანსპორტირება ხორციელდება.

სასაწყობე სივრცეში 500 კვ.მ. ფართობი ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც კონსერვების, ხილ-ფაფებისა და ჯემების ასორტიმენტის წარმოებაზე მუშაობს.
საწყობში სულ 50 ადამიანია დასაქმებული.