
„ფრუტ ლოჯისტიკა“ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც არტიზანული წესით აწარმოებს ქართული კომპოტების, მურაბებისა და კონფიტიურის, საწებლებისა და სადილების, ასევე, მწნილებისა და აჯიკის მრავალფეროვან ასორტიმენტს „გურმანიას“ ბრენდის ქვეშ.
„გურმანიას“ პროდუქცია დამზადებულია ტრადიციული რეცეპტითა და ნატურალური ქართული ნედლეულით, რომელსაც კომპანიას ქართველი ფერმერები აწვდიან. ნედლეული ირჩევა ხელით და მზადდება მცირე პარტიებით ხელოვნური დანამატების გარეშე.
ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივი პროდუქციის ხარისხსა და ავთენტურობას და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სანდო მომწოდებლებთან, რათა ყველა პროდუქტს ქართული ხილისა და ბოსტნეულის ბუნებრივი გემო და ხასიათი შევძინოთ.
ჩვენი კომპანია აწარმოებს 60-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის, ისეთ განსხვავებულ და ბაზარზე იშვიათად ხელმისწვდომ პროდუქციას, როგორებიცაა გოგრის, გირჩის, ვარდისა და წიწაკის მურაბები; ქაცვის, შინდის, ლიმონის კონფიტიური; ატმის, ქლიავის, მაყვლის და მოცვის საწებლები, ჭარხლის აჯიკა, გოგრის სადილი, ჯონჯოლის მწნილი და სხვა.
წარმოება შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ ISO და HACCP სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მკაცრ ხარისხის კონტროლს უშუალოდ წარმოების პროცესში და ინარჩუნებს უკვე წარმოებული პროდუქტის უვნებლობასა და ხარისხს.
ჩვენი პროდუქციის ძირითადი სარეალიზაციო არეალი საერთაშორისო ბაზრებია. „გურმანიას“ ქართული ხილისა და ბოსტნეულის ნაწარმი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშია ექსპორტირებული. მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია მუშაობს საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე, პარალელურად, გეგმავს ადგილობრივი ბაზრების ათვისებას კონკრეტულ სექტორებში.
„გურმანია“ ქართული პროდუქციის სიმდიდრეს, ტრადიციულ რეცეპტებსა და არტიზანულ ხელოვნებას თანამედროვე საკვების უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებთან აერთიანებს და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომხმარებლებს ქართული არომატის ნამდვილ გემოებს სთავაზობს.