სურსათის უვნებლობის პოლიტიკა
ორგანიზაციის მთავარი მიზანია აწარმოოს პროდუქცია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ამავდროულად არის უვნებელი, სათანადო ხარისხის და საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი.
კომპანია ორიენტირებულია წარმოებაში გამოიყენოს სრულად ქართული ნედლეული და მოახდინოს მათი უნარჩენო გადამუშავება, ხელი შეუწყოს ფერმერულ მეურნეობას და შექმნას გლეხისთვის ნედლეულის რეალიზების წყარო. ამასთანავე კომპანიის მიზანია პოპულარიზაცია გაუკეთოს ქართულ გემოებს არამხლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს მაშტაბით და მათგან აწარმოოს ინოვაციური პროდუქტები, რომელიც გაიყიდება ევროპის, აზიის და ამერიკის ბაზრებზე.
შპს.“ფრუტ ლოჯისტიკა“ გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით, თანამედროვე და მაღალი ხარისხის დანადგარებით, სადაც ხარისხისა და უვნებლობის პარამეტრების სრული დაცვით წარიმართება საწარმოო პროცესი.
ხელმძღვანელობა აღიარებს მის უდიდეს პასუხისმგებლობას მომხმარებლისა და დაინტერესებულ მხარეთა წინაშე და იღებს ვალდებულებას დანერგოს და შედეგიანად შეინარჩუნოს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000:2018 სტანდარტი.
აღნიშნულის მისაღწევად ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ:
- საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან გვექნება მუდმივი შესაბამისობა;
- კომპანიის თანამშრომლებს ექნებათ აქტიური შიდა და გარე კომუნიკაცია – სასურსათო ჯაჭვის გასწვრივ ყველა დაინტერესებულ მხარესთან;
- კომპანიის თანამშრომლები დაიცავენ ISO 22000:2018 სისტემით, აგრეთვე, სანიმუშო წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (GMP/GHP);
- მუდმივად ვიზრუნებთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
- მოვახდენთ შედეგიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტის წარმოების პროცესების მუდმივი კონტროლის უზრუნველსაყოფად;
- გვექნება სწრაფვა სურსათის უვნებლობის სისტემის მუდმივი გაუმჯობესებისაკენ.
შპს „ფრუტ ლოჯისტიკა“ თარიღი:10.01.2025 წ.
დირექტორი: