„ფრუტ ლოჯისტიკას“ GCCA-ს ტექნიკური ექსპერტი რიჩარდ ტრეისი ესტუმრა
„ფრუტ ლოჯისტიკას“ ცივი ჯაჭვის გლობალური ალიანსის (GCCA) ტექნიკური ექსპერტი რიჩარდ ტრეისი და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა კომპანიის საწყობი და ხილ-ბოსტნეულის შემნახველი მაცივრები დაათვალიერეს. უცხოლი ექსპერტი კომპანიის მხრიდან მიწოდების ცივი ჯაჭვის მართვის სპეციფიკას გაეცნო.
„ფრუტ ლოჯისტიკაში“ ამ ეტაპზე ოთხი მაცივარი ფუნქციონირებს, რომელიც უზრუნველყოფს აგროპროდუქციის სწორად შენახვასა და ხარისხის შენარჩუნებას თითოეული რგოლის გავლით საბოლოო მომხმარებლამდე. GCCA ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 85 ქვეყანაში 1100-ზე მეტ კომპანიას ემსახურება ტემპერატურის კონტროლირებადი მიწოდების ჯაჭვის სევისებით. ეს არის პლატფორმა ცივი ჯაჭვის ინდუსტრიაში განათლებისა და კომუნიკაციისთვის.
ალიანსი აერთიანებს სამ ძირითად სავაჭრო ასოციაციას, კერძოდ, სამაცივრე საწყობების(IARW), სამაცივრე ტრანსპორტირების(IRTA) და კონტროლირებადი გარემოს მშენებლობის საერთაშორისო ასოციაციებს(CEBA).