ოქტომბერი 28, 2022
„ფრუტ ლოჯისტიკას“ DFC-ის განვითარების მთავარი ოფიცერი ეწვია
„ფრუტ ლოჯისტიკას“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) განვითარების მთავარი ოფიცერი ენდრიუ ჰერსკოვიცი ეწვია. სტუმარი კომპანიაში Gazelle Finance-ის და USAID-ის წარმომადგენლობასთან ერთად მოვიდა. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ უკრაინული კომპანია Agat South-ის დამფუძნებლებიც.
DFC-ის განვითარების მთავარმა ოფიცერმა ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა, რომელიც Gazelle-ის ინვესტირებით ფუნქციონირებს.საერთაშორისო პარტნიორები მოხარულები არიან, რომ „ფრუტ ლოჯისტიკა“, რომელსაც განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას უწევენ, 100%-ით ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესია.