ნოემბერი 8, 2024
“ფრუტ ლოჯისტიკა” საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობდა
„ფრუტ ლოჯისტიკამ“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში ტარდება.
შანხაიში კომპანია „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაემგზავრა და გამოფენაზე „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური პროდუქცია წარადგინა.
გაიმართა შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვებით.