Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the insert-headers-and-footers domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/fruitlog/domains/fruitlogistic.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
როგორ გახდა „ეშმაკის კენკრად“ წოდებული კარტოფილი კაცობრიობის „მეორე პური“ – ფრუტ ლოჯისტიკა
როგორ გახდა „ეშმაკის კენკრად“ წოდებული კარტოფილი კაცობრიობის „მეორე პური“

როგორ გახდა „ეშმაკის კენკრად“ წოდებული კარტოფილი კაცობრიობის „მეორე პური“

 

ყველასთვის გამორჩეული ბოსტნეულის ისტორია თოთხმეტი ათასი წლის წინ დაიწყო. კარტოფილის კულტურა კაცობრიობას სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა უსახსოვრეს ტიტიკაკას ტბის მიმდებარე ტერიტორიებიდან. მცენარე მხოლოდ ხუთი ათასი წლის შემდეგ გახდა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და დღეს მის სამშობლოდ ჩილე, ბოლივია და პერუ მიიჩნევა.      თუმცა სიტყვა „კარტოფილი“ არ არის დაკავშირებული თავის სამშობლო სამხრეთ ამერიკასთან. სახელი მომდინარეობს “ტარტუფოლიდან”, რაც იტალიურად “ტრიუფელს” ნიშნავს. სწორედ ევროპელებმა გასინჯეს პირველად მსოფლიოში სამხრეთ ამერიკული ბოსტნეული. მე-16 საუკენეში გეოგრაფმა პედრო სიეზა დე ლეონმა კარტოფილი ესპანეთში მოიყვანა და მოგვიანებით მისი კვების თვისებები და გემოც აღწერა.

მიუხედავად ამისა, საფრთანგეთში მე-17 საუკენემდე მას ღარიბების საკვებს უწოდებდნენ, გერმანიაში კი მოსახლეობა უარს ამბობდა ამ კულტურის მოშენებაზე, რადგან ტუბერების ნაცვლად კენკრას აგემოვნებდნენ და მასიურად იწამლებოდნენ.

ამ ფაქტორებმა კი სრულიად უწყინარი, სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი კარტოფილის წინააღმდეგ „შეთქმულება“ გამოიწვია -ევროპელები მას, დიდი ხნის განმავლობაში, დაუმსახურებლად „ეშმაკის კენკრას“ უწოდებდნენ. გერმანიაში მისი კულტურის განადგურებასაც კი შეეცადნენ, თუმცა დროთა განმავლობაში კარტოფილმა საყოველთაო აღიარება და კაცობრიობის „მეორე პურის“ სტატუსი მოიპოვა. ეს მოხდა მე-18 საუკენეში, როცა ამ უნიკალურმა მცენარემ ომების დროს ხალხი შიმშილს გადაარჩინა. სწორედ ამ დროიდან კარტოფილის აქტიური მოხმარება დაიწყო.

საქართველოში კარტოფილის ნათესების შესახებ აღნიშნულია იმერთა მეფე სოლომონ მეორეს 1787 წლის წერილში. 1820-იანი წლებიდან კარტოფილის ნათესები თბილისის ახლომახლო გაჩნდა, 1975 წელს კი მისი სათესი ფართობი 28 ათასს ჰექტარს აღემატებოდა. დღეისთვის საქართველოში კარტოფილი ითესება ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. მცენარე იზრდება მთიან რეგიონებშიც – ნინოწმინდაში, სვანეთსა და რაჭაში. საქართველოში კარტოფილის ფართო გავრცელებული ჯიშებია მაჟესტიკი, თრიალეთური სახალხო, ლორხი, ეპიკური..

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.