შპს „ფრუტ ლოჯისტიკა“ აგროპროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრია. კომპანიის საქმიანობის სფერო სამაცივრე მეურნეობის განვითარება და ხილ-ბოსტნეულის საბითუმო დისტრიბუციაა.
კომპანია სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქციით სავაჭრო ქსელებს ამარაგებს. დაფასოებული ხილი და ბოსტნეული ბაზარზე „ვეჯის“ ბრენდით არის წარმოდგენილი.
ბაზრის მომარაგებისას უპირატესობა ქართულ პროდუქციას ენიჭება. „ფრუტ ლოჯისტიკა“ აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ფერმერებთან – პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობის პარალელურად, მათ ადგილობრივი მეურნეობის განვითარებსა და შიდა ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება.
კომპანიაში ფუნქციონირებს ნედლი ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქართული კონსერვების, ხილ-ფაფებისა და ჯემების ასორტიმენტის წარმოებაზე მუშაობს.
„ფრუტ ლოჯისტიკა“, რომელიც ქართულ ბაზარს 2019 წლიდან შეუერთდა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარია. აღნიშნული პროგრამა, თანაინვესტირების მეშვეობით, ხელს უწყობს წარმოების შესაძლებლობების ზრდას, ეფექტიანობას და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.