„ფრუტ ლოჯისტიკას“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

„ფრუტ ლოჯისტიკას“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

                                   

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, „ფრუტ ლოჯისტიკას“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ .კომპანიაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის მხარდაჭერის კოორდინატორი დენიელ კენი, F ქვეყნების კოორდინატორი ევროპასა და აზიისთვის მიკა ანისე და მხარდაჭერის კოორდინატორი გენდერისა და ჯანდაცვის საკითხებში რეიჩელ განონი Gazelle Finance-ის და USAID-ის წარმომადგენლობასთან ერთად.

                                 

სტუმრები ლოჯისტიკური კომპანიის დამფუძნებელს ნინო კაპანაძეს შეხვდნენ და აგროპროდუქციის საწყობი და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელთა განვითარებისთვის ნაწილობრივ ამერიკული ინვესტიციები განხორციელდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული მხარე გეგმავს გაზარდოს ფინანსური დახმარება საქართველოში მსგავი ბიზნესების განვითარებისთვის.დასავლელი პარტნიორებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ფრუტ ლოჯისტიკა“ 100%-ით ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესია.

                               

 

 

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.