ნინა ლემანი ბიომეურნეობა „ფონას“ ესტუმრა
„ფრუტ ლოჯისტიკის“ ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ექსპერტი ნინა ლემანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში პაატა წულაიას ბიომეურნეობას ესტუმრა. ბიომეურნეობა „ფონა“, რომელიც 100 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, 2014 წელს დაარსდა. მეურნეობაში მებოსტნეობის, მეხილეობის, მევენეხეობის, მემინდვრეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით მუშაობენ.
ფონას მეურნეობა იმითაც არის საინტერესო, რომ მოყვანილ ნედლეულს, რომელიც ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფათაა, ადგილზე ამუშავებენ და მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქციის სახით სთავაზობენ, მათ შორის, პურს და პურის ფქვილს, რომელსაც ადგილზე ფქვავენ და აცხობენ, ასევე, მცენარეულ ჩაის და ხილის ჩირებს, რომელსაც მეურნეობაში მდებარე საშრობ საწარმოში ამზადებენ.
„ფონა“-ში ამბობენ, რომ მათი მიზანია ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის განვითარება და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება. “ჩვენ გვინდა ისეთი სოფლის მეურნეობა, რომელიც გარემოს ზიანს არ აყენებს და აკეთილშობილებს“, – აღნიშნავს პაატა წულაია.
ნინა ლემანი საერთაშორისო საკონსულტაციაო ორგანიზაცია “Farmentor”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც საქართველოში „ფრუტ ლოჯისტიკის“ მოწვევით ისრაელიდან ჩამოვიდა.