ნინა ლემანმა კახეთში „ფრუტ ლოჯისტიკის“ ახლადგახსნილი ფილიალი დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ექსპერტმა, “Farmentor”-ის დამფუძნებელმა ნინა ლემანმა, რომელიც საქართველოში „ფრუტ ლოჯისტიკის“ მოწვევით ისრაელიდან ჩამოვიდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანიის ახლადგახსნილი ფილიალი დაათვალიერა.
სტუმართან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლები და „ფრუტ ლოჯისტიკის“ დამფუძნებელი ნინო კაპანაძე. „ფრუტ ლოჯისტიკის“ ფილიალი კახეთის რეგიონში ივნისში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მეურნეობებიდან ხილისა და ბოსტნეულის მიღება და შემდგომ პროდუქციის დედაქალქში ტრანსპორტირება ხორციელდება. კომპანია აგვისტოს ბოლოს მსგავსი ფილიალი გახსნას ქართლში გეგმავს.
დღეისათვის „ფრუტ ლოჯისტიკა“ 1000-ზე მეტ ფერმერს ეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში და წლის განმავლობაში აგროკულტურების 500-მდე სახეობის ლოჯისტიკას ახორციელებს. რეგიონებში კომპანიის ფილიალების გახსნით კი ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტივად და კოორდინირებულად ჩაებან აღნიშნულ პროცესში.