რეგიონულ კონფერენციაზე „ფრუტ ლოჯისტიკა“ წარადგინეს, როგორც “ცივი ჯაჭვის” საუკეთესო მოდელი საქართველოში
„ფრუტ ლოჯისტიკის“ დამფუძნებელმა ნინო კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში – „ცივი ჯაჭვის მართვა“, რომელიც 29-30 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. კონფერენციაზე განიხილეს ხილისა და ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვის ძირითადი გამოწვევები, ხარისხის სტანდარტის დანერგვის შესაძლებლობები და საცალო ვაჭრობა. ასევე, ისაუბრეს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტსა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი პოტენციური ბაზრების შესახებ. აღინიშნა მონაცემთა ბაზების, როგორც თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტების მნიშვნელობისა და ცივი ჯაჭვის გასწვრივ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ასოციაციების როლის შესახებ.
აღინიშნა მონაცემთა ბაზების, როგორც თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტების მნიშვნელობისა და ცივი ჯაჭვის გასწვრივ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ასოციაციების როლის შესახებ.
ცივი მიწოდების ჯაჭვის სამართლიან მოდელზე საუბრისას კონფერენციის მონაწილეებს „ფრუტ ლოჯისტიკა“ წარუდგინეს, როგორც ამ მოდელის საუკეთესო მაგალითი საქართველოში.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ:
- 2021 წლის ოქტომბერში კომპანიამ არსებულ სამაცივრე ფართს, რომელიც 750 კვ.მ. იყო, 3000 კვ.მ. ფართი დაამატა.
- 2022 წლის ივლისში დანაკრგების შესამცირებლად აამუშავა აგროპროდუქციის გადამამუშავებელი ხაზი.
- 2022 წლის სექტემბერში ელექტროენერგიის ხარჯის შესამცირებლად კომპანიაში დაამონტაჟეს 130 კვტ მზის პანელები, რომელმაც ელექტროენერგიის თვის საშუალო ხარჯი 70%-ით შეამცირა.
- განახორციელა ინვესტიცია 2 მილიონ ნახევარი დოლარის ოდენობით, როგორც საკუთარი, ასევე, Gazelle Financing-დან.
- „ფრუტ ლოჯისტიკა“ ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებს ქსელურ სუპერმარკეტებს.
- კომპანია მუშაობს 1000-ზე მეტ ქართველ ფერმერთან.
- კომანიაში სრულდება ERP სისტემის MS Dynamics 365 BC (NAV) დანერგვის პროცესი. 2023 წლიდანპროდუქციის ბრუნვის აღრიცხვა ახალ პროგრამაში განხორციელდება.