„ფრუტ ლოჯისტიკამ“ Gazelle Finance-სა და DFC-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას უმასპინძლა
აგროპროდუქციის ლოჯისტიკურმა კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკამ“ აშშ-ის საინვესტიციო ფონდების მართვის კომპანია Gazelle Finance-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას უმასპინძლა. პარტნიორობის დოკუმენტს, რომელიც ომის შედეგად დევნილი უკრაინული კომპანიების ტექნიკურ დახმარებას და ქართულ ბაზაზრზე დამკვიდრებაში ხელშეწყობას გულისხმობს, Gazelle Finance-სა და DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორებმა ჯეფრი ლიბერტმა და სკოტ ნათანმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას Gazelle Finance, DFC-ის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას სტუმრებმა კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკის“ დამფუძნებელს ნინო კაპანაძეს მასპინძლობისთვის მადლობა უთხრეს და აღნიშნეს მისი, როგორც ქალი მმართველის წარმატებული საქმიანობის შესახებ ბიზნესში. ასევე, კიდევ ერთხელ გამოხატეს კომპანიის მიმართ მხარდაჭერა განვითარების გზაზე.თავის მხრივ, ნინო კაპანაძემ „ფრუტ ლოჯისტიკის“ საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ამერიკულ ფინანსურ კომპანიებს პარტნიორული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ უცხოელმა სტუმრებმა კომპანიაში სასაწყობე სივრცე და სამუშაო პროცესი დაათვალიერეს და „ფრუტ ლოჯისტიკის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი წარმოების პროდუქცია დააგემოვნეს.
ქართული ჯემები და საწებლები, რომელსაც მომხმარებელი „გურმანიას“ სახელწოდებით გაიცნობს, ქართულ ბაზარზე სარეალიზაციოდ მალე გამოვა.