„ფრუტ ლოჯისტიკას“ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ექსპერტი ეწვია
„ფრუტ ლოჯისტიკას“ სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია “Farmentor”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნინა ლემანი ეწვია.
სტუმარმა კომპანიის სასაწყობე მეურნეობა, მაცივრები და ნედლის ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ინტერესი გამოხატა ქართული ხილისა და ბოსტნეულის მოყვანისა და თავისებურებების შესახებ და მათგან დამზადებული ჯემებიც დააგემოვნა.
ნინა ლემანი საქართველოში „ფრუტ ლოჯისტიკის“ მოწვევით იმყოფება, რომელიც კომპანიისთვის სოფლის მეურნეობის დარგში მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.
უცხოელი ექსპერტი კომპანიას კონსულტაციას გაუწევს პროფესიული სწავლების ტრენინგ ცენტრთან დაკავშირებით, რომელიც „ფრუტ ლოჯისტიკის“ ბაზაზე მიმდინარე წელს შეიქმნება.
ტრენინგ ცენტრში მსურველები სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით მენეჯმენტსა და ლოჯისტიკაში სწავლების კურსებს გაივლიან და შესაბამის კვალიფიკაციას მიიღებენ.
“farmentor“-ი ისრაელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელსაც ჰყავს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვითი საკითხების ფართო სპექტრში. ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის 17 დარგში უწევს კონსულტაციას ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს მათ აგროტექნიკური პროექტების განხორციელებაში. „Farmentor“-ი ექსპერტები ასევე უზრუნველყოფენ ამ სფეროში ტრენინგების, სემინარებისა და სასწავლო კურსების ჩატარებას.