“ფრუტ ლოჯისტიკას” სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის ბრიტანელი ექსპერტი ესტუმრა
„ფრუტ ლოჯისტიკას“ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის ექსპერტი ბრიტანეთიდან მარკ რიჩმონდი და USAID/საქართველოს წარმომადგენლობა ეწვია.კომპანიაში ვიზიტი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში შედგა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ბენეფიციარი ერთ-ერთი საწარმოსთვის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნულ რეგულაციებთან და საერთაშორისო პრაქტიკებთან. გეგმა გულისხმობს ორგანული მეურნეობის კომპოსტირებას, მათ შორის, წუნდებული და მეორეხარისხოვანი აგროპროდუქციის გადამუშავებას და საჭიროებისამებრ გამოყენებას.„ფრუტ ლოჯისტიკა“, როგორც აგროპროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრი, აქტიურადაა ჩართული ნარჩენების მართვის პროგრამებში და თანამშრომლობს მათ წარმოადგენლობებთან.
სტუმრებმა „ფრუტ ლოჯისტიკის“ სასაწყობე მეურნეობა და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.