„ფრუტ ლოჯისტიკა“ „გმირობის ნაყოფის“ მხარდაჭერას განაგრძობს
„ფრუტ ლოჯისტიკა“ პროექტში – „გმირობის ნაყოფი“ აქტიურადაა ჩართული. კომპანია სარეალიზაციო პროდუქციის შეფუთვასა და ლოჯისტიკა ახორციელებს. ფერმერები შიდა ქართლის სოფლებიდან, რომლებიც საუკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ, პერიოდულად გვაწვდიან თავიანთ მეურნეობებში დაკრეფილ ხილს.
USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით მიმდინარე პროექტი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო, მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერების მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციაში მხარდაჭერას.
პროექტ „გმირობის ნაყოფის“ მიზანია საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გაზრდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და მათი მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების გაწევა. „ფრუტ ლოჯისტიკის“ მიერ შეფუთული პროდუქცია ეტიკეტზე წარწერით -„გმირობის ნაყოფი“ „კარფურის“ ქსელურ მარკეტებში იყიდება.