შეხვედრა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში
სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ექსპერტი ნინა ლემანი, რომელიც საქართველოში „ფრუტ ლოჯისტიკის“ მოწვევით იმყოფება, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA) პრეზიდენტს ივა ჭყონიას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ფრუტ ლოჯისტიკის“ დამფუნებელი ნინო კაპანაძე და USAID-ის სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვის პროექტის ხელმძღვანელი მარიტა კოჭლამაზაშვილი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადისტრიბუციო ბიზნესის განვითარებას, სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს. ივა ჭყონიამ სტუმარს ასოციაციის გეგმები და ამოცანები გააცნო და წევრი კომპანიების შესახებ ესაუბრა, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს მსოფლიო ბრენდებს ქართულ ბაზარზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დისტრიბუციის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებაზე დ ასოციაციის წევრი ადგილობრივი კომპანიების შესახებ, რომლებიც შიდა ბაზრის გარდა დისტრიბუციას საქართველოს ფარგლებს გარეთაც ახორციელებენ.
ნინა ლემანი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია „Farmentor“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელსაც ჰყავს მაღალკვალიფიციური ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვითი საკითხების ფართო სპექტრში. ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის 17 დარგში უწევს კონსულტაციას ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით და ხელს უწყობს მათ აგროტექნიკური პროექტების განხორციელებაში.