ფრუტ ლოჯისტიკამ “გურმანიას” პროდუქცია “Gulfood 2024”-ზე წარადგინა

ფრუტ ლოჯისტიკამ “გურმანიას” პროდუქცია “Gulfood 2024”-ზე წარადგინა

კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკამ“ მონაწილეობა მიიღო კვების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2024“, რომელიც ყოველწლიურად დუბაიში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში იმართება.

საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაემგზავრა და „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული პროდუქცია წარადგინა.
Gulfood-ის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

„გურმანიას“ ნატურალურმა მურაბებმა, ჯემებმა, კომპოტებმა და საწებლებმა საერთაშორისო შემსყიდველების მოწონება დაიმსახურეს. გამოითქვა თანამშრომლობის ინტერესი პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით.