„გურმანიას“ მოცვის საწებელი SIAL Innovation 2026-ისთვის შეირჩა

„გურმანიას“ მოცვის საწებელი SIAL Innovation 2026-ისთვის შეირჩა

„გურმანიას“ ბრენდით წარმოებული მოცვის საწებელი საფრანგეთში SIAL 2026-ის ინოვაციების კონკურსისთვის შეარჩიეს. გადაწყვეტილება SIAL Innovation-ის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჟიურიმ მიიღო.

SIAL Innovation მსოფლიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების უდიდეს და გავლენიან საერთაშორისო გამოფენის SIAL-ის (Salon International de l’Alimentation) ფარგლებში ტარდება, რომელიც სასურსათო ინდუსტრიის მთავარი გლობალური პლატფორმაა.

ჟიური ამ კონკურსზე კვების ინდუსტრიაში ინოვაციურ პროდუქტებს გამოავლენს და მათ საერთაშორისო პროფესიონალური აუდიტორიის წინაშე წარადგენს.

მოცვის საწებელი არტიზანული პროდუქტია, რომელიც 2026 წელს შეიქმნა. პროდუქტი ქართული ტრადიციული საწებლების რეცეპტითაა დამზადებული და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. მის შემადგენლობაში 95% ქართული მოცვია.

SIAL Innovation -ის გზავნილი კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკისთვის“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდისა და ქართული პროდუქტის ცნობადობის გასაზრდელად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კომპანია, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით, 17-21 ოქტომბერს, საფრანგეთში, SIAL Paris 2026-ის გამოფენაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც „გურმანიას“ ბრენდით წარმოებულ სხვა ქართულ პროდუქციასაც წარადგენს.