ფრუტ ლოჯისტიკა“ SIAL Paris 2026-ზე – “გურმანიას” მოცვის საწებლის საერთაშრისო აღიარება

ფრუტ ლოჯისტიკა“ SIAL Paris 2026-ზე – “გურმანიას” მოცვის საწებლის საერთაშრისო აღიარება

კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკამ“ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული არტიზანული პროდუქცია კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე – SIAL Paris 2026-ზე წარადგინა. გამოფენა საფრანგეთში, 17–21 ოქტომბერს გაიმართა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა მისცა.

„ფრუტ ლოჯისტიკისთვის“ წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. კომპანიის მიერ წარდგენილი „გურმანიას“ მოცვის საწებელი SIAL Innovation-ის სტენდისთვის შეირჩა. ეს პირველი ქართული პროდუქტია, რომელიც აღნიშნულ სტენდზე ინოვაციური პროდუქტის სტატუსით განთავსდა. პროდუქტს ასევე მიენიჭა სპეციალური ლოგოს ორი წლის განმავლობაში გამოყენების უფლება.    

               

„გურმანიას“ მოცვის საწებელი 2026 წელს შეიქმნა. პროდუქტი ქართული, ტრადიციული საწებლების რეცეპტით მზადდება, არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და მის შემადგენლობაში 95% ქართული მოცვია. სწორედ პროდუქტის შემადგენლობა, რეცეპტი და გამორჩეული მახასიათებლები გახდა მისი SIAL Innovation-ის დამოუკიდებელი ექსპერტების ჟიურის მიერ შერჩევის საფუძველი.

SIAL Innovation-ის სტენდზე მოხვედრა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა და ამავდროულად, ქართული პროდუქტის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის. ინოვაციური პროდუქტის სტატუსი ზრდის მის ხილვადობას საერთაშორისო პროფესიულ გარემოში და ხელს უწყობს პოტენციური პარტნიორების ინტერესის მოზიდვას.